✨ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „სოხუმის ფეხბურთელი მერის“ ჩვენება.
⚽️ შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ოდიში-1919“ U15-ის ახალგაზრდა ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები.
💝 ფილმის ჩვენებამდე ჩატარდა საჯარო ლექცია საქართველოს ეროვნულ გმირზე – გურამ გაბისკირიაზე. ახალგაზრდებმა მოისმინეს მისი ცხოვრების, თავდადებისა და გმირობის ამბები.
💻 პირდაპირი ჩართვით ნორჩ ფეხბურთელებს გაესაუბრა ფილმის სცენარის ავტორი, მწერალი ნანა ქარდავა. მან გაიხსენა თავისი სოხუმელი მეზობლის – გურამ გაბესკირიას განვლილი გზა და ისაუბრა მის მნიშვნელოვან მიღწევებზე. სწორედ ასეთ რეალურ ისტორიებზე აიგო ფილმი.
🎞️ ფილმმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდებზე. აღსანიშნავია, მსგავსი ისტორიების მნიშვნელობა ახალგაზრდების ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
📚 საბიბლიოთეკო კვირეული გრძელდება.
Share

Leave a Reply