ცხადდება რეგისტრაცია სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებისათვის, ზუგდიდის მუნიციპალური ეტაპის 2026 წლის სეზონში
მონაწილეობის მისაღებად!
რეგისტრაციის ეტაპები:
2026 წლის მონაწილე გუნდებისთვის:
რეგისტრაცია გაგრძელდება …. ივნისიდან ….. ივნისამდე.
რეგისტრაციისათვის, გუნდები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ:
✅გუნდის არანაკლებ 16 (თექვსმეტი) და არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ფეხბურთელით (მინიმუმ ორი მეკარე) დაკომპლექტებული გუნდის განაცხადი ელექტრონული ფორმით, ელ-ფოსტაზე regions@gafa.ge. განაცხადის ფორმა გუნდს მიეწოდება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიერ, მოთხოვნის შესაბამისად;
არანაკლებ
✅მოთამაშეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები;
✅მუნიციპალური ეტაპის მონაწილე გუნდის განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან.
‼️ მსურველებმა, გთხოვთ, იჩქაროთ.
📊 ფორმატი – ოლიმპიური სისტემა
🏆 საუკეთესო გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ლიგის გათამაშებაში.
❓ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
📞574193619
დავით ფარცვანია
🙏გისურვებთ წარმატებებს!
Share

Leave a Reply