⚽️ სს „ოდიში 1919“ გულითადად და უდიდესი პატივისცემით ულოცავს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, მის მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს დაბადების დღეს.❤️
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სულიერ სიმტკიცესა და უფლის განუშორებელ მადლსა და წყალობას.
მადლობა თქვენი დიდი ღვაწლისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის და იმ სულიერი ძალისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ანიჭებთ ჩვენს ეპარქიასა და საზოგადოებას.
უფალმა გაგაძლიეროთ თქვენს ღირსეულ სამწყემსმთავრო მსახურებაში და მუდამ გფარავდეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მადლი და მფარველობა.🙏
მრავალჟამიერ, თქვენო მეუფეო!
Share

Leave a Reply