ჩხოროწყუში, ვეტერანი ფეხბურთელების, ძმების ელდარ და თამაზ ჩიტაიების ხსოვნისადმი მიძღვნილი, საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, სადაც თერთმეტწლამდე, 9 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა პირველი შეხვედრა, ხაბუმეს გუნდთან გამართეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გოლი იაკობ შონიამ გაიტანა. მეორე მატჩი ნორჩმა ოდიშელებმა, ფოთელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარეს და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. მესამე შეხვედრა უშუალოდ, ტურნირის მასპინძელი გუნდის, ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს წინააღმდეგ გაიმართა და ოდიშელებმა მეტოქე, სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს. გოლები, იაკობ შონიამ, აკაკი ჭითანავამ და ანდრია კუკავამ გაიტანეს.
ნორჩმა ოდიშელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მათ, ნახევარფინალში სენაკის “ეგრისს” დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალში სენაკელებმა 2:1 იმარჯვეს. ოდიშელთაგან გოლი ანდრია როგავამ გაიტანა. ტურნირში ნორჩმა ოდიშელებმა მესამე ადგილი დაიკავეს,
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ოდიშელი, იოანე ჯალაღონია დასახელდა და სპეციალური პრიზიც მას გადაეცა.