საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2026/2027 წლის სეზონის სკოლების კატეგორიზაციის ფარგლებში ჩატარებული დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, „ოდიში 1919“-ის საფეხბურთო სკოლას მიენიჭა II კატეგორია🏆⚽️
კატეგორიები:
🔹️I კატეგორია – აკადემია;
🔹️II კატეგორია – საფეხბურთო სკოლა;
🔹️III კატეგორია – კანდიდატი სკოლა;
🔹️IV კატეგორია – საფეხბურთო წრე
ეს არის ჩვენი საფეხბურთო სკოლის, მწვრთნელების, ბავშვების, მშობლებისა და თითოეული ადამიანის ყოველდღიური შრომის, ერთგულებისა და განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგი 🇬🇪⚽️
ვულოცავთ ,,ოდიში 1919″-ის თითოეულ აღსაზრდელს, მწვრთნელსა და გულშემატკივარს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!⚽️❤️
ჩვენ არ ვჩერდებით წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები, მეტი შრომა და ახალი გამარჯვებები გველოდება.🏆⚽️
Share

Leave a Reply