„ოდიში 1919“ U12 გუნდმა დღეს კახა კალაძის სახელობის თასის მეოთხედფინალში შესანიშნავი თამაში აჩვენა და თბილისის „დინამოს“ სძლია პენალტების სერიაში 4:2 
ძირითადი დრო დაძაბულ ბრძოლაში 0:0 დასრულდა, თუმცა ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოდნენ და გამარჯვება ღირსეულად მოიპოვეს!
ვამაყობთ თითოეული მოთამაშით. ეს არის შრომის, ერთიანობის და მებრძოლი სულის შედეგი. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის!
ბრავო, „ოდიში 1919“! 
სეივი: 
იოანე ჯალაღონია 

გოლის ავტორები: 
დანი შულაია 

ნიკო შონია 

ანდრია კუკავა 

არჩილი აკობია 

მწვრთნელები: 
პაატა კუსა გოგოხია 
Zurab Chania 
