
იმერეთის ღია ჩემპიონატი 2024 -ის და რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებას, მიმდინარე წელსაც იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. ჩვიდმეტწლამდე გუნდები ორ ჯგუფად არის დაყოფილი. აღსანიშნავია, რომ ოდიშელთა თექვსმეტწლამდე გუნდი, ერთის წლით უფროსი ასაკის გუნდებს შორის ასპარეზობს და ნორჩმა ოდიშელებმა, პირველი ოფიციალური ტურიც გამართეს.