
თამაშის საწყისი წუთები სულაც არ ყოფილა სტუმარი გუნდისთვის სახეირო, ვინაიდან პირველივე წუთზე მსაჯმა, ოდიშელი ჭაბუკა ზარქუა გააძევა და სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. მიუხედავად ამისა, ოდიშელებმა უკვე მეათე წუთზე დაწინაურება შესძლეს. სტანდარტულის შემდეგ, ზღვისპირელთა მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ნიკოლოზ თუთბერიძემ ყველას დაასწრო და ოდიშელები წინ გაიყვანა.