
ორივე გოლი სტუმრებმა პირველ ნახევარში გაიტანეს და ფაქტობრივად შედეგს, მატჩის ნახევარშივე მიაღწიეს. შეხვედრის საწყის წუთებში კარგად ითამაშა გიორგი ტაბაღუამ და მასთან უხეში თამაშისთვის, მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი უნაკლოდ თავად გიორგი ტაბაღუამ შეასრულა და ოდიში დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე სანდრო პაჭკორიამ ორამდე გაზარდა ანგარიში.