
მეორე ტაიმის დასაწყისიდან მალევე, ნიკოლოზ ტუღუშმა ოდიშელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ფაზისელებმა ამის შემდეგ შესძლეს კორექტივების შეტანა და პენალტის ნიშნულიდან მათ სხვაობა შეამცირეს. თითქოს ინტრიგა დაბრუნდა, მაგრამ ირაკლი ბელქანიამ, რომელმაც ჩინებული ფლანგური გარღვევა შემოგვთავაზა მესამედ აიღო ზღვისპირელთა კარი. ოდიშელთა უპირატესობა ამით არ დასრულებულა – ოთო თორდიამ, რომელმაც პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჯერად პენალტის დარტყმის უფლება თვითონ მოიპოვა და გოლიც თვითონ გაიტანა. ფაზისელებმა შეხვედრის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ ქულის გადასარჩენად ეს საკმარისი არ იყო.