
ახალბედა ოდიშელებმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს, თუმცა პირველ ნახევარში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მალევე ახალბედა ოდიშელებმა კარგი კომბინაციით უპასუხეს – გიორგი კემულარიამ გამჭოლი გადაცემა გააკეთა ირაკლი ბელქანიას მისამართით, რომელმაც ნიკოლოზ ტუღუში მოძებნა, თავად ტუღუშმა დრიბლინგით ყველას აჯობა და ლამაზი გოლიც გაიტანა.