
ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა დასაწყისიდანვე მოპივეს და მთლიანობაში შედეგშიც ასახეს. პირველი ნახევარი ოდიშელებმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ანგარიში გიგა ნაყოფიამ გახსნა, რის შემდეგაც ოდიშელებს სოლიდური უპირატესობა, მეორე გოლით ირაკლი ბელქანიამ მისცა. ბელქანიამ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, როცა იმერელთა კარი მესამედ აიღო.