
სამტრედიაში მიმდინარე, ი.ქუთათელაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, ნორჩ ფეხბურთელთა გუნდებს ფინალურ ეტაპზეა. ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა ორი შეხვედრა გამართეს. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი მათ, მარტვილის საფეხბურთო სკოლის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გოლები, ნიკოლოზ შონია, არჩილ აკობიამ და მათე ჯიჭონაიამ გაიტანეს. ამ მოგებით ნორჩი ოდიშელები მეოთხედფინალში გავიდნენ.