
ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ცამეტწლამდე გუნდებს შორის ჯერ მხოლოდ სამი ტურია ჩავლილი, თუმცა პირველობისთვის მებრძოლი გუნდების, საწყისი კონტურები უკვე გამოიკვეთა. რუხის ტექნიკურ ცენტრში ლიდერთა შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ოდიშელებმა, “ბაია”-ს უმასპინძლეს. წინა ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6-6 ქულა ჰქონდათ და მატჩი საინტერესოდ ამ მხრივაც წარიმართა. შეხვედრა ოდიშელებმა 4:1 მოიგეს.